"1 ვერტმფრენის მოვლა-პატრონობა 20 მლნ ღირს... ჩვენ რომ 100 და 200 ვერტმფრენი გვყავდეს, პრობლემაა, ფული, მაგის საშუალება არ აქვს ჩვენს ქვეყანას", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საუბრობს. ამბობს იმასაც, რომ ბორჯომში არსებულ ხანძართან დაკავშირებით ვერტმფრენი ჩაერთო მას შემდეგ, როცა ეს საჭიროდ ჩათვალეს.
"როცა ჩათვალეს საჭიროდ და გაუჭირდათ, ლოკალიზებას ვერ ახერხებდნენ, გამოიძახეს და ჩამოვიდა. თუმცა კიდევ ვამბობ, რამდენიმე დასხმა მოასწრეს, თუმცა ისეთი ქარი იყო, დანარჩენი ვერტმფრენები ვეღარ წამოვიყვანეთ. დაგვრჩა 5 ვერტმფრენი 4 დიდი, ნივა ტიპის და 1 პატარა ვერტმფრენი, ვერტმფრენის მოვლა პატრონობა, ჩვენ ახლა პატარა ქვეყანა ვართ, ერთი ვერტმფრენი დაახლოებით 20 მილიონი დოლარი ღირს. ჩვენ რომ დიდი პარკი გვქონდეს, 100 და 200 ვერტმფრენი, ეს პრობლემაა, რადგან ამის საშუალება არ აქვს ჩვენს ქვეყანას" - ამბობს ვახტანგ გომელაური
იხილეთ ასევე: