ხანძარი ბორჯომის ხეობაში, ავიაკატასტროფა გუდაურში - ყოველი მსგავსი კრიზისის შემდეგ ვერტმფრენების თემა სულ უფრო აქტუალური ხდება. ტრაგიკული შემთხვევიდან, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა ერთი თვეც არ გასულა და ახლა უკვე ტყის ხანძრებმა კვლავ იძულებული გახადა საზოგადოება დაესვა კითხვები.
მაგრამ ხელისუფლებას პასუხები არ აქვს. წლებისწინანდელი დაპირებები შეუსრულებელია და ავიაპარკის განახლება არ ხდება. კატასტროფების და დაძველების მიზეზით კი საქართველოში საფრენი აპარატების რაოდენობა სულ უფრო მცირდება.
იხილეთ ასევე: