საგანგებო მდგომარეობისას განხორციელებული ტენდერები - გამჭვირვალობის კვლევა

გამოქვეყნდა:

"საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები - ძირითადი მონაცემების ანალიზი და კორუფციის რისკები“ - ამ სახელწოდების კვლევის პრეზენტაციას გამართავს დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო''.

არასამთავრობო ორგანიზაციაში კორუფციის მაღალ რისკებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ელექტრონული ტენდერები ხშირად უკონკურენტო გარემოში ტარდებოდა, ხოლო პირდაპირი შესყიდვები ძირითადად იმ კომპანიებთან ხორციელდებოდა, რომლებიც "ქართული ოცნების'' შემომწირველებთან იყო კავშირში.

კორუფციული რისკები არის გაზრდილი, და სახელემწიფო უწყებებს, რომლებსაც ევალებათ კონტროლი, ამ შემთხვევებზე ყურადღება უნდა გაამახვილონ. ასევე ელექტრონულ ტენდერებშიც იყო შემთხვევები, როცა ათეულობით მილიონი თანხები ისე მოიგეს კომპანიებმა, რომ კონკურენცია არ იყოს, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი