ოზურგეთში უკრაინის მხარდამჭერი ბანერი დააზიანეს

გამოქვეყნდა:

ოზურგეთში უკრაინის მხარდამჭერი ბანერი, გუშინ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, გვიან ღამით დააზიანეს - უცნობმა პირებმა ბანერს საღებავებით სავსე პოლიეთილენის პარკები ესროლეს.

უკრაინის მხარდამჭერი ბანერი მედიასაშუალება "გურიის მოამბემ" 4 მარტს, მისივე საკუთრებაში არსებულ ბილბორდზე გამოფინა.

ცნობისთვის, პრორუსებმა ბათუმშიც ჩაიდინეს მსგავსი საქციელი. "ალტ-ინფოს" მხარდამჭერმა იქ ზელენსკის პლაკატები ნაგვის ურნებზე გააკრა და მას "ომის პარტიის" წევრი უწოდა.

ავტორი: ლადო მენაბდე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი