სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი ნინი გოგაშვილი იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართავს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა:
რატი ბრეგაძე, გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? ციხის კამერებზე რა ხდება, კამერები ჩართეთ უკვე თუ ისევ მწყობრიდანაა გამოსული?
ეჰ, ჩართეთ კამერები, ჩართეთ, თქვენ სოსოს მაინც აღარ წაახალისებთ, გაგაბრაზათ და ჩუმადაც მანდ აღარავინ შეგვიყვანს ვეღარც სოსოს გაიყვანთ საკნიდან, მაგრამ ისეთი კრეატიული რეჟისორი გყავთ, არაა გამორიცხული შემდეგი პროფესიონალური ნაბიჯი კიდევ ვიხილოთ.
მადლობა ორდღიანი ციხის ექსკურსიისთვის, ეზოში მზესუმზირები ძალიან შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ბევრი კრაზანები გყავთ . სტრასბურგში ამ ისტორიით ძალიან დაინტერესდებიან დარწმუნებული ვარ, - წერს ნინი გოგაშვილი.
მანამდე კი, დღესვე, სუს-ის ყოფილმა უფროსმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ადვოკატ მჭედლიშვილს "შიკრიკად" მოიხსენიებს და წერს რომ სწორედ მისი მეშვეობით შემოუთვალა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კონკრეტული პირობები. მაგალითად ის, რომ აფგან მუხთარლიზე გაკეთებული განცხადება უკან წაეღო და ეთქვა, რომ "აღელვებულმა დაწერა".
გოგაშვილის ინფორმაციით, ეს ყველაფერი გომელაურის მეოთხე სატელეფონო ზარის შემდეგ მოხდა. სანაცვლოდ, გოგაშვილმა ადვოკატს საკუთარი პირობები დააბარა გომელაურთან, რის შემდეგაც, როგორც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი წერს, მჭედლიშვილი აღარ უნახავს.
მის ბრალდებებს თავად მჭედლიშვილიც გამოეხმაურა: "ჰონორარზე ვერ შევთანხმდით".