შავნაბადას ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ბალახსა და ტყის მასივზეა გავრცელებული.
როგორც "მთავრი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული და ხანძრის ქრობის პროცესი მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ხანძარია ძამას ხეობაშიც, სადაც ადგილობრივების თქმით, 7-მდე სახლი დაიწვა. განადგურდა სახლების ირგვლივ არსებული მინდვრები და ხეებიც.
გარდა ამისა, უკვე მე-10 დღეა ხანძარს ებრძვიან ბორჯომის ხეობაშიც. ბოლო ინფორმაციით, იქ ხანძრის ქრობის პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა. ტერიტორიაზე რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური კერის დამუშავება მიმდინარეობს.