შავნაბადაზე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო

გამოქვეყნდა:

შავნაბადაზე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ჩვენი ინფორმაციით, ცეცხლის ლიკვიდირებაში თურქული თვითმფრინავიც მონაწილეობს. 

ცნობილია, რომ ცეცხლი ბალახსა და ტყის მასივზეა გავრცელებული. ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული და ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება. 

ცნობისთვის, ხანძარია ძამას ხეობაშიც, სადაც ადგილობრივების თქმით, 7-მდე სახლი დაიწვა. განადგურდა სახლების ირგვლივ არსებული მინდვრები და ხეებიც. 

გარდა ამისა, უკვე მე-10 დღეა ხანძარს ებრძვიან ბორჯომის ხეობაშიც. ბოლო ინფორმაციით, იქ ხანძრის ქრობის პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა. ტერიტორიაზე რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური კერის დამუშავება მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი