"ქართული ოცნება" ისევ ვერტმფრენებს ყიდის. ავიაპარკის განსაახლებლად ქვეყნის ხელისუფლებამ ვერაფრით გამონახა სხვა გზა და ახლა სუპერ პუმების გაყიდვას და მიღებული თანხით სხვა ვერტმფრენების ყიდვას აპირებს. მაგრამ ეს ერთხელ უკვე ჩავარდნილი პროექტია.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სიტყვასიტყვით გაიმეორე გიორგი კვირიკაშვილის წლებისწინანდელი სიტყვები. ეკონომიკის მინისტრი უკვე 2013 წელს აპირებდა სუპერ პუმების გაყიდვას, მაგრამ ეს სავაჭრო ოპერაცია ჩაიშალა.
შესაძლებელია თუ არა ახლა ამ ვერტმფრენების გაყიდვა, ან რატომ არის საჭირო ამ ნაბიჯის გადადგმა? ექსპერტები დარწმუნებით ამბობენ, რომ სუპერ პუმებს მთავრობა ვერც ახლა გაყიდის, ან რომც გაყიდოს ძალიან დაბალ საზღაურს მიიღებს.
ასევე ჩნდება კიდევ ერთი და ალბათ მთვარი კითხვა - რის ყიდვას აპირებს ქართული ოცნება უმაღლესი ტექნიკური ხარისხის ფრანგული ვერტმფრენების სანაცვლოდ? ჩნდება ვერსია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანი კვლავ რუსული მი-8-ებს უმიზნებს.
იხილეთ ასევე: