საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 31 აგვისტოს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 32 305 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8983 შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი კი ხვალისთვის ასეთია - 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9002 ლარი იქნება, ხოლო 1 ევრო - 2.8935 ლარი.
დღეს მოქმედი კურსით, დოლარი 2.9045 ლარი იყო, ხოლო ევრო - 2.9126 ლარი ღირდა.