დიდ დიღომში, დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვნის მდგომარეობა კრიტიკულია. ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. დაშავებულია კიდევ 2 ადამიანი, მათ შორის ბავშვის დედა, რომელიც სასწრაფო დახმარებამ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. ის რეანიმაციაშია მოთავსებული.
დედა-შვილი ნიგერიის მოქალაქეები არიან. მეზობლების ინფორმაციით, მათ ბინა რამდენიმე დღის წინ იქირავეს.
რაც შეეხება მესამე დაშავებულს - არსებული ინფორმაციით, აფეთქების დროს გვერდზე სახლში იმყოფებოდა.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.