ბათუმის მთავარი არქიტექტორი გადადგა - ბათუმის მერიაში სუს-ი შევიდა

გამოქვეყნდა:

ბათუმი მთავარი არქიტექტორის გარეშეა დარჩენილი. მირიან მეტრეველმა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე დღის წინ დაწერა. ამავდროულად ბათუმის მერიაში შესულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციებს სწავლობს. მთავარი არქიტექტორის გადადგომასთან დაკავშირებით ოპოზიციას რამდენიმე ვერსია აქვს. ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ მირიან მეტრეველს თორნიკე რიჟვაძის კრიტიკა არ აპატია. მეტრეველმა “ ბათუმელებთან" კომენტარში აჭარის მთავრობის მეთაურის გამონათქვამს - "ვერავის ვერ გადაუღუნოთ" -  მიუღებელი უწოდა. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ბათუმში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით  პასუხისმგებლობის დაკისრებას  და ჯოხის გადატეხას  ქალაქის ყოფილ მთავარ არქიტექტორზე ცდილობს. რაც შეეხება უმრავლესობას ისინი თორნიკე რიჟვაძესა და მთავარ არქიტექტორს შორის დაპირისპირებას უარყოფენ, თუმცა ამბობენ რომ მირიან მეტრეველის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი მათთვის უცნობია.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი