"ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ" - რიჟვაძე ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

აბა გამახსენე [რას ვამბობდი მიხეილ სააკაშვილზე] წეღან როგორც ამბობდით რესტორნებში დადიოდაო, აბა გამახსენდეთ რა ვთქვი, თქვე ჭორიკნებო... ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ - ამ სიტყვებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ოპოზიციას მიმართა.

უმაღლეს საბჭოში გუშინ წლიური ანგარიშის წარდგენა იყო, თუმცა მთელი სხდომის განმავლობაში რიჟვაძე შეურაცხყოფას აყენებდა ოპონენტებს, ემუქრებოდა მათ, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ცინიკური გამონათქვამებით

"შე უზრდელო ბავშვო წესიერად ილაპარაკე - უზრდელი ხარ ვიღაც ხარ. სირცხვილია შენ ხელში რო აჭარის მთავრობაა, წადი ექსპერტებს ელაპარაკე ომი ვინ დაიწყო" - უპასუხეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა რიჟვაძის ზემოთაღნიშნულ გამონათქვამს. 

გარდა ამისა, რიჟვაძემ ოპოზიციას უწოდა ლოთები, ჭორიკნები, ყაჩაღები და არ მოეწონა ის შეკითხვები, რომელსაც უსვამდნენ - "მიგაფარებთ სახეზე... თქვენამდე მოვალ...ჩემთან არ უნდა დასვათ ეს კითხვები...დასვამთ და მიიღებთ"

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი