ქაშვეთის ეკლესიაში უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი გმირის, გელა გოგიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ადგილზე დაღუპული მებრძოლის ახლობლები და ოჯახის წევრები იმყოფებიან.
სამოქალაქო პანაშვილი დაახლოებით 1 საათამდე გაგრძელდება და შემდეგ გელა გოგიას სენაკში გადაასვენებენ. მას სამხედრო პატივით, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გელა გოგია 26 აგვისტოს უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ქალაქ კრამატორსკთან დაიღუპა, როგორც მისი თანამებრძოლები ამბობენ გოგია სარაკეტო იერიშისას დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გელა გოგია უკვე მე-19 ქართველია, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა.
ამავე თემაზე: