"იმ დილით ოჯახი მოიკითხა, შვილიშვილი, რომელიც არ უნახია..."| უკრაინაში დაღუპულ გელა გოგიას ქაშვეთიდან სენაკში დღეს გადაასვენებენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირი სამშობლოში ჩამოასვენეს.  გელა გოგიას სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა, ახლა კი  მას სენაკში, მშობლიურ საახლში გადაასვენებენ.  

"იმ დილას სულ 2-3 წუთით შემახმიანა, მამა როგორ არის შენ როგორ ხარ? ოჯახი მოიკითხა, პატარა მოიკითხა შვილიშვილი, რომელიც არ უნახია. სულით ხორცამდე იყო პატრიოტი ორივე ქვეყენა უყვარდა საქართველოც და უკრაინაც",- ამბობს ფიქრია გოგია, გელა გოგიას და.  

გელა გოგიას შვილი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდა. 

"უკრაინის თავისუფლებისთის 2014 წლიდან იბრძოდა, ბოლოს 1 თვის წინ ვნახე. დაღუპვამდე 1 დღით ადრე ველაპარაკე. მითხრა, რომ მისმა ბატალიონმა ბევრ წარმატებას მიაღწია. ბოლოს ამბობდა, რომ მძიმე ტექნიკა მიჰყავდა ლვოვიდან და კრამტუმში დარჩა. მეომარი იყო და სულით მებრძოლი",- ამბობს გელა გოგიას შვილი, სოსო გოგია. 

ქართველი მებრძოლი  დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში სსარაკეტო იერიშის დროს 26 აგვისტოს დაიღუპა.  მას სამშაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. გელა გოგია მე-19 სამხედროა, რომელიც უკრაინაში პუტინის ომს შეეწირა. 

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

ამავე თემაზე:

ქაშვეთში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, გელა გოგიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი