აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ბათუმში რუსული სკოლა გაიხსნა. ამბობს, რომ ბათუმში, ე.წ.რუსული სკოლის გასახსნელად საჭირო აკრედიტაციის მისაღებად სამინისტროსა და რესურსცენტრში დოკუმენტაცია შესული არ არის.
“აკრედიტაციის თაობაზე ინფორმაცია სამინისტროში და არც რესურსცენტრში არ არის შემოსული. ამ ეტაპზე სამინისტრო აგრძელებს მუშაობას უკრაინული სკოლის გაძლიერებაზე და ათასამდე ბავშვს მოვემსახურებით შემოდგომაზე. საგანმანათლებლო საქმიანობა, საჭიროებს აკრედიტაციას, ჩვენი ინფორმაციით, არანაირი დოკუმენტაცია აკრედიტაციაზე წარმოდგენილი არ არის. ინფორმაცია მასმედიის საშუალებით დღეს გავრცელდა და გადამოწმდება. თუ ადგილი აქვს კანონმდებლობის დარღვევას, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. საგანმანათლებლო პროცესისთვის უქმე დღეებია და შესაბამისად, ჯერ ვერ გადამოწმდება. რეაგირება განსაზღვრულია კანონმდებლობით, თუ ეს არის კანონის მიღმა საქმიანობა, ბუნებრივია, იქნება შემდგომი რეაგირება”, - განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.