რთული რელიეფი და ძლიერი ქარი წავკისში ვითარებას მნიშვნელოვნად ართულებს. ხანძრის ახალი კერები კი ყოველწუთიერად ჩნდება. თითქმის 2 საათია უკვე სოფელ წავკისის ტყეში ცეცხლი უკიდია ხეებს. მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახური მუშაობს, თუმცა მიუდგომელი ადგილების გამო, მუშაობა ჭირთ. ძლიერი ქარის გამო, სალოკალიზაციო სამუშაოებში ვერ ერთვება ვერტმფრენი.
თბილისში ამ დროისათვის ხანძრის რამდენიმე კერაა. წყნეთში, კაკლების დასახლებაში ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.