ინიცირებულია ბიზნეს გარემოს სანქცირების აქტიც - "ფრონტერას" პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

ინიცირებულია ასევე საქართველოს ბიზნეს გარემოს სანქცირების აქტი, რომელსაც ყოველ თვე უერთდებიან მეტი და მეტი კონგრესმენები - ამის შესახებ "ფრონტერას" დირექტორი ზაზა მამულაშვილი საუბრობს, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო არახელსაყრელია ამერიკული ინვესტიციებისთვის, ამის გამოსასწორებლად კი ხელისუფლება არაფერს აკეთებს. მისი თქმით, ამ მიზეზების გამო კომპანია ვეღარ ახერხებს საქართველოში ინვესტიციების გაკეთებას, ეს კი ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების პირობებს არღვევს.

ხელისუფლებს ხელს გვიშლის იმაში, რომ კონტრაქტის პირობები, რომელიც თავისუფალ გარემოში მოვილაპარაკეთ დიდი ხნის წინ საქართველოს სახელმწიფოსთან, არ გვაძლევენ ამ კონტრაქტით ოპერირების და ინვესტიციების განხორციელების საშუალებას. საერთოდ გარემო, ამერიკული კომპანიებისთვის და ჩვენნაირი ინვესტიციებისთვის ძალიან ცუდია. ინიცირებულია გარდა ამ კანონპროეტისა, რომელზეც დღეს ვსაუბრობდით, საქართველოს ბიზნეს გარემოს სანქცირების აქტი, რომელსაც ყოველ თვე უერთდებიან მეტი და მეტი კონგრესმენები და მხარდაჭრა ამ აქტის, როგორც ჩანს გაიზრდება, - ამბობს "ფრონტერა ინქორფორეიშენის" პრეზიდენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი