"ლოკომოტივს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - გიორგი ჭიაბრიშვილმა სოსო ფრუიძე ჩაანაცვლა

გამოქვეყნდა:

გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელია, მან ამ პოსტზე სოსო ფრუიძე შეცვალა, რომელმაც კლუბი მხოლოდ ორ შეხვედრაში გაიყვანა მოედანზე.

"ლოკომოტივის" ცნობით, მწვრთნელსა და კლუბს შორის კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა. პანდემიის შემდეგ განახლებულ ეროვნულ ჩემპიონატში 4 ტური ჩატარდა და "ლოკომოტივი" გათამაშების ცხრილის მესამე საფეხურზეა.

სწორედ ჭიაბრიშვილმა უნდა მოახერხოს  საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი გუნდი ჩამოყალიბება. ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით "ლოკომოტივი" პირველ შეხვედრას 9 ივლისს ბათუმის დინამოს წინააღმდეგ გამართავს. ჭიაბრიშვილმა გუნდში პირველი ოფიციალური ვარჯიში უკვე ჩაატარა.

ამ გუნდს ვიცნობ იმიტომ, რომ ხშირად ვთამაშობდით ერთმანეთის წინააღმდეგ. ვიცი კლუბის ფილოსოფია... ყველანაირი საშუალება არის, რომ ჩემი სათამაშო ფილოსოფია, რაც მაქვს ეს ხედვები, გავატარო ცხოვრებაში, - განმარტა ჭიაბრიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი