
სამხრეთ ვიეტნამში კარაოკე ბარში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 32 ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ხანძარი დაწესებულების ზედა სართულზე, გვიან ღამით გაჩნდა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს ინფორმაციით, ბარში 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა. გარდაცვლილებიდან 17 კაცი, 15 კი ქალია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა იყო.