რუსთავში 50 წლამდე ქალი სიმაღლიდან ჩამოვარდა. შემთხვევა გუშინ წინ მოხდა.
ქალი მე-15 საჯარო სკოლაში დამლაგებლის პოზიციაზე მუშაობდა. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს სკოლის დირექტორმა დაუდასტურა. მისი თქმით, ქალი მე-3 სართულზე ფანჯრებს წმენდდა, რა დროსაც ის სიმაღლიდან გადავარდა.
დაშავებული ქალი სამკურნალოდ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, ქალს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმები მის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან.