"ჩვენ ვამზადებთ სანქციების პაკეტებს - კერძოდ, მესამე ქვეყნებში არსებული სუბიექტებისა და სქემების წინააღმდეგ, რომლებიც, სამწუხაროდ, რუსეთს ეხმარებიან ზოგიერთი სანქციისთვის გვერდის ავლაში.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი თავდაცვის გაძლიერებას: მალე ველოდებით უკრაინისთვის მნიშვნელოვან თავდაცვის პაკეტებს და გადაწყვეტილებებს შემდგომი თანამშრომლობის შესახებ - თანამშრომლობას ძირითად ქვეყნებთან ომის დროს და ომისშემდგომ პერიოდში. ჩვენ ვამზადებთ სერიოზულ საფუძვლებს რეკონსტრუქციისთვის.
ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ რაც შეიძლება მალე გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუნდაც დღეიდან, თუ რუსეთი მზად იქნება სარკისებური ნაბიჯებისთვის - სრული დუმილისთვის მინიმუმ 30 დღის განმავლობაში. ეს არის პერიოდი, როდესაც შეგვიძლია მოვამზადოთ შემდეგი ნაბიჯები. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ომი და შეწყვიტოს თავდასხმები, შეწყვიტოს დაბომბვა."
ამბობს უკრაინის პრეზიდენტი საღამოს ვიდეომიმართვაში, რუსეთის "შეთავაზების" პასუხად. კრემლი ამბობს, რომ 9 მაისთან დაკავშირებით, 3 დღიან ცეცხლის შეთავაზებას აცხადებს და უკრაინისგან, "მკაფიო პასუხს" ელოდება.