გვინდა პასუხი კრებსებში არსებულ ინფორმაციაზე, ზენონის მამათმავლობასთან დაკავშირებით - დიდი ბრიტანეთის ეპარქიის მრევლი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება. მრევლი ეპისკოპოსის წინააღმდეგ  ერთიანდება და წირვაზე ტაძარში არ შედის.

ზენონ იარაჯულს ლონდონის ქართული დიასპორა მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მეუფემ არქიმანდრიტ დოროთესა და ორ სასულიერო პირს მღვდელმსახურება აუკრძალა. მრევლი ამბობს, რომ მთავარეპისკოპოსს ეპარქიაში ერთმმართველობის დამყარება სურს და  ამას არ დაუშვებენ.

დიასპორამ საპატრიარქოს წერილობით  რამდენჯერმე მიმართა, ისინი მეუფე ზენონის ეპარქიიდან გადაყვანას, სამრევლო სკოლის აღდგენასა და მიტროპოლიტ დოროთისთვის სასჯელის გაუქმებას ითხოვენ. გარდა ამისა, მოითხოვენ, რომ პასუხი გაეცეს სუს-ის კრებსებში მეუფე ზენონზე გავრცელებულ ინფორმაციას. 

"უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტურად ვემიჯნებით ფარულ მოსმენებს და ჩანაწერებს, მაგრამ გვსურს მივიღოთ პასუხი, კრებსებში არსებულ ინფორმაციაზე, ზენონის მამათმავლობასთან დაკავშირებით", - აცხადებს მრევლი.

ეპარქიის მრევლის თქმით, პროტესტი, იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი