"დაბრუნდი შენს რუსეთში" - სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, უცხოურ მედიაში ეხმაურებიან

გამოქვეყნდა:

საქართველოში რუსები ავტობუსიდან ჩამოაგდეს და უთხრეს: "დაბრუნდი შენს რუსეთში" - ვიდეოს, რომელიც გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა უცხოურ მედიაში გამოხმაურება მოჰყვა. 

ერთ-ერთი პირველი, ვინც ვიდეო გამოაქვეყნა იყო უკრაინული გამოცემა Nexta, რომელმაც დაწერა: 

"ასეთი სიტყვებით "რუსი პატრიოტები", რომლებიც "დიდება რუსეთს" ყვიროდნენ ჩამოაგდეს ავტობუსიდან საქართველოში.

ქართველებო, საუკეთესოები ხართ!" 

პოლონური მედია წერს, რომ საქართველოში რუსულენოვანი ტურისტები ავტობუსიდან „დიდება რუსეთს“ შეძახილის შემდეგ ჩამოაგდეს. მათ თანამგზავრებს მყისიერი რეაქცია ჰქონდათ შეძახილზე და ავტობუსში მყოფმა ქართველებმა რუსებს მოუწოდეს „გაჩუმდნენ“ და „დაბრუნდნენ რუსეთში“.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი