პოლიტიკურ კრიზისთან ერთად ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებიც მწვავდება. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა ადასტურებს, რომ შიმშილობა საქართველოში ყოველდღიურ მოვლენად იქცა. მოქალაქეების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილისთვის თვიდან თვემდე თავის გადარჩენა უმთავრეს გამოწვევად იქცა.
და ეს არ ეხება მხოლოდ საკვებს. მედიკამენტების სიძვირე კიდევ ერთი პრობლემაა, რომელსაც მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა კრიტიკულად დაბალ ნიშნულზე დაჰყავს. და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც პრაქტიკულად ყოველდღიურად "ქართული ოცნების" ლიდერები ეკონომიკურ წარმატებებზე საუბრობენ.