გორის მერიას ახლა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნიბრივ ხარჯვაში მხილებული პირი ხელმძღვანელობს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის შევულებაში გასვლის შემდეგ მერის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ ღვინიაშვილია. მის წინააღმდეგ სამართალწარმოებაა დაწყებული.
საქმე ეხება გორის ვიცე მერის საზაფხულო შვებულებას. რა დროსაც ის მეგობრებთან ერთად მერიის კუთვნილი ავტომობილით აჭარაში გაემგზავრა, რომლის ამსახველი კადრებიც "მთავარმა არხმა" გაავრცელა. მანქანის საწვავის ყოველთვიური ლიმიტი 500 ლიტრია. სამართალწარმოების დაწყების მიუხედავად, ჩინოვნიკის პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მისი მოადგილე შვებულებაშია. მერის მოვალეობას კი სწორედ ღვინიაშვილის ასრულებს. რაც შეეხება გორის მერის მოადგილეს, ის ადასტურებს, რომ თავადაც და ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც შვებულებაში იმყოფებიან.
ხინჩეგაშვილი არაოფიციალური ინფორმაციით, ამერიკაში მიემგზავრება და ერთ-ერთ საჭიდაო სკოლაში მასტერკლასებს ჩაატარებს. ამ ინფორმაციას გორის მერიაში ოფიციალურად არ ადასტურებენ.
ცნობისთვის, თუ დადასტურდა ხინჩეგაშვილის ვიზიტი აშშ-ში ეს არ იქნება პირველი შემთხვევა. ის გასულ წელსაც გაემგზავრა ნიუ-იორკში.
ამავე თემაზე: