გორის ხელისუფლების მაღალჩინოსნები შვებულებაში გავიდნენ და ძალაუფლება გადააბარეს ჩინოვნიკს, რომელიც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაშია მხილებული.
"გორის მერი შვებულებაშია. სად არის ვერ გეტყვით. მე ორშაბათიდან გავდივარ. მოვალეობას ვიცე-მერი შეასრულებს. მერი წავიდა და არ დავუწყებ ხოლმე საუბარს სად მიდის და ა.შ. მიდის საქმეზე. იმ ამერიკის ხელშეკრულება აღარ აქვს ლადოს. როგორ ექნება ფიზიკურად წარმოიდგინე, კაცი მერი გახდა და ხო შეიძლება სანამ რაღაცას იტყვიან ვიღაცები დაფიქრდნენ ხო?"- ამბობს გორის მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მოვალეობას ნიკოლოზ ღვინიაშვილი შეასრულებს. მის წინააღმდეგ მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს სამართალწარმოება აქვს დაწყებული. საქმე ეხება გორის ვიცე მერის შვებულებასა და მერიის კუთვნილი ავტომობილით აჭარაში მოგზაურობას, რომლის ამსახველი კადრებიც "მთავარმა არხმა" გაავრცელა.
ამავე თემაზე: