"მთავარ არხთან" კიდევ ერთი ყოფილი სამხედრო, ნათია გუმბერიძე იმ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს, რომელიც დღეს თავდაცვის სისტემაში არსებობს.
გუმბერიძის თქმით, არსებულ პირობებზე ბევრი შიშის გამო ვერ საუბრობს, თავად კი აცხადებს, რომ ჯარში წოდების მინიჭება და თანამდებობაზე დანიშვნა, ნაცნობობით ხდება.
"იმას, რასაც დღემდე ვისმენთ არის რეალობა და რეალობაა კიდევ ის, რომ ათასობით ადამიანი წამოსულია თავდაცვის სამინისტროდან. ბევრი კიდევ ვერ საუბრობს იმ გაუსაძლის პირობებზე და იმ შეუსაბამო პირობებზე, რადგან არის შიშის ფაქტორი. ხდება მხოლოდ ახლობლობით, თავიანთი კლანის წარმომადგენლობით, თავიანთთვის სასურველი პერსონებით დაკომპლექტება სამეთაურო თანამდებობებზე, წოდების მინიჭება", - თქვა ნათია გუმბერიძე.
აღსანიშნავია, რომ უწყებაში არსებული გაუსაძლისი პირობების ფონზე, სულ უფრო და უფრო იზრდება თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ქონება, იმატებს უძრავი ქონების მასშტაბები, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ქვეყნიდან მიდიან, სამხედროები რომლებმაც თავდაცვის სისტემაში წლები გაატარეს, ცდილობენ, უმძიმეს ეკონომიკურ გაჭირვებას გაექცნენ და სამუშაოდ ემიგრაციაში წავიდნენ.