მდიდარი მინისტრი და ღარიბი ჯარი - ჯუანშერ ბურჭულაძის ქონება და გაქცეული ჯარისკაცები

გამოქვეყნდა:

ქობულეთში, სახლის მშენებლობა თავდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ დაასრულა. ვიტრაჟებით გაწყობილი  სამ სართულიანი  რეზიდენცია ჯუანშერ ბურჭულაძემ ზღვასთან ახლოს აიშენა. 

თავდაცვის მინისტრის ქონებრივ დეკლარაციაში ქობულეთის სახლზე არაფერი წერია,  არ წერია არც ის, რა დაუჯდა, ან რამდენი გადაიხადა მიწის შესაძენად. თავდაცვის მინისტრის  ყოველთვიური  შემოსავალი  5200 ლარია. უცნობია, როგორ შეძლო ჯუანშერ ბურჭულაძემ  მინისტრის ხელფასით  საზღვაო კურორტზე მდიდრული აპარტამენტის აშენება. 
 
თავდაცვის მინისტრმა  30 ათას ლარად შეიძინა თელავის რაიონში, სოფელ ართანაში  6 600 კვ/მ მიწის ნაკვეთიც. წყნეთში, ერთერთ ყველაზე ძვირადღირებულ უბანში, დედაქალაქის პანორამული ხედით, მდიდრული აპარტამენტებიც  თავდაცვის მინისტრს ეკუთვნის. მილიონერების დასახლებაში ნაყიდი დუპლექსი ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს 200 000 ლარად აქვს შეფასებული.  

მილიონერების უბანში ეს სახლი თავდაცვის მინისტრის   მეუღლეს ეკუთვნის. ნინო მხეიძის საკუთრებაა 2016 წელს 25 000 ლარად შეძენილი "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილიც. თავდაცვის მინისტრის მეუღლე  მუსიკის მასწავლებელია, რომლის  წლიურმა ხელფასმა 2021 წელს  1 393 ლარი  შეადგინა. 

თავდაცვის  მინისტრის  ქონება წლიდან წლამდე იზრდება, იმატებს უძრავი ქონების მასშტაბები, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე.  ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ქვეყნიდან მიდიან, სამხედროები რომლებმაც თავდაცვის სისტემაში წლები გაატარეს, ცდილობენ უმძიმეს ეკონომიკურ გაჭირვებას  გაექცნენ და სამუშაოდ ემიგრაციაში წავიდნენ. 35 წლის სერჟანტი, რომელიც ჯარში 16 წელი მსახურობდა, თავდაცვის სამინისტროდან ოთხი თვის წინ წამოვიდა. გაუსაძლისი პირობებისა და სისტემაში არსებული ნეპოტიზმის გამო,  აგვისტოს  ომის მონაწილე  იძულებული გახდა ოჯახის სარჩენად  მექსიკის გავლის შტატებში წასულიყო. 

თავდაცვის სისტემაში არსებულ უკიდურეს მდგომარეობაზე საუბრობენ მოქმედი თანამშრომლებიც, ისინი ვინც ჯარში დღესაც მსახურობენ.  სამხედროები  ღიად ვერ ამბობენ,  თუმცა  დეტალურად ყვებიან ჯარში არსებულ იმ მძიმე ყოფაზე, რომელიც ასობით ჯარისკაცის საქართველოდან წასვლის მიზეზი გახდა.  წერილები  ჯარიდან, რომელიც "მთავარმა არხმა" მოიპოვა, დეტალურად ასახავს, თუ რა პირობებში უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება ქართველ ჯარისკაცებს. 

მთავარმა არხმა ინფორმაცია ქართულ ჯარში არსებულ მდგომარეობაზე ერთერთი ბრიგადიდან მიიღო. ჯარისკაცები ამბობენ  რომ   სამხედროებს საკვებს  რუსული წარმოების ჭურჭლით - კარდალებით  ურიგებენ. სამხედროები  ყვებიან   ნეპოტიზმსა და იმაზე, თუ როგორი გამარტივებული ახლობლებისთვის  თავდაცვის ძალებში წოდების მინიჭება  და თანამდებობაზე დანიშვნა.
 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი