მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს - საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

გამოქვეყნდა:

მოსკოველებმა ყველაფერი მოაგვარეს - საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ნაკრების კაპიტანის თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლაზე კომენტარს აკეთებს

შეგახსენებთ, რომ შენგელიას ესპანურ ბასკონიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა, მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს. ქართველი ლეგიონერი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა და სულ ახლახანს, მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, - ვკითხულობთ ფედერაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

თავად ევროლიგის მოქმედი ჩემპირონი, მოსკოვის ცსკა საკუთარ გვერდზე ქართველი კალათბურთელის კომენტარს აქვეყნებს: 

ბედნიერი ვარ, რომ ევროლიგის მოქმედ ჩემპიონში ჩავირიცხე და მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც ჩინებული სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით, დიდებული კალათბურთელების მხარდამხარ თამაში მომიწევს. იმედი მაქვს, რომ ცსკა-სთან ერთად, ევროლიგასა და VTB-ლიგაში დიდ წარმატებებს მივაღწევ, - წერს საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ესპანეთის გუნდ "ბასკონიადან" სათამაშოდ ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი