ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" მიმდებარე ტერიტორია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ დატოვა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, სასწრაფოს ადგილიდან დაშავებულები გადაჰყავს.
მანამდე კი გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში რამდენიმე წუთის წინ "საქართველოს ბანკთან" გასროლის ხმა იყო. ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია, შსს-ს ჯერჯერობით ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია.
ადგილზე სამართალდამცველების დიდი მობილიზება და გადაადგილებაა. სამართალდამცველები ჟურნალისტებს ტერიტორიასთან მიახლოების საშუალებას მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ აძლევენ.
დეტალები ამ წუთებში ზუსტდება.
ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ის მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად მიდიოდა, თუმცა ბოლო წამს, გაურკვეველი მიზეზების გამო, უკან, შენობისკენ გაემართა.