გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, "საქართველოს ბანკთან" გასროლის ხმა იყო. ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია, შსს-ს ჯერჯერობით ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია.
ადგილზე სამართალდამცველების დიდი მობილიზება და გადაადგილებაა. სამართალდამცველები ჟურნალისტებს ტერიტორიასთან მიახლოების საშუალებას მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ აძლევენ.
როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ტერიტორიიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გამოვიდა, რომელსაც სავარაუდოდ დაშავებულები გამოიყვანა.
დეტალები ამ წუთებში ზუსტდება.
ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ის მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად მიდიოდა, თუმცა ბოლო წამს, გაურკვეველი მიზეზების გამო, უკან, შენობისკენ გაემართა.