საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი ოკუპანტი ქვეყნის სპორტულ კლუბში

გამოქვეყნდა:

წითელი ვარსკვლავი მოსკოვის არმიის სპორტული კლუბის ლოგოა, სწორედ მისი ტარება მოუწევს საქართველოს ნაკრების კაპიტანს. უდაოა, რომ თორნიკე შენგელია ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს და ფინანსურად უმდიდრეს კლუბში გადავიდა, თუმცა არცერთი რუსული გუნდი არ ასოცირდება ამ ქვეყნის პოლიტიკასთან, როგორც მოსკოვის არმიის სპორტული კლუბი. კალათბურთელის გადაწყვეტილება განსჯის საგანი გახდა, აზრი ორად გაიყო, მკვეთრად უარყოფითსა და პოლიტიკა-სპორტი არაას შორის.

"ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკა-ში” გადასვლასთან დაკავშირებით," - წერს საქართველოს პრეზიდენტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კალათბურთელის მამამ, ასევე საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა, დღეს ამ აზრის მოწინააღმდეგეებსაც და პრეზიდენტსაც უპასუხა. 

ნაკრების კაპიტანს კალათბურთის ფედერაციამ თანადგომა გამოუცხადა, ეს ფედერაციამ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული წერილით გააკეთა.

ნაკრების ყოფილი კაპიტნის მიმართვა რუსი ჟურნალისტისთვის მისაბაძი და გამორჩეული გახდა, დღეს კაპიტნის საქციელზე კომენტარს ნაკრების სხვა კალათბურთელები არ აკეთებენ, ამბობენ, რომ ხვალ საგანგებო განცხადებას გაავრცელებენ. საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები კი გულდაწყევტილები არიან და თვლიან, რომ შენგელიას ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა.

განსხვავებული არც რიგითი გულშემატკივრის მოსაზრებაა, ნაკრების კაპიტანი ოკუპანტი ქვეყნის არმიის სპორტულ კლუბში არ უნდა თამაშობდეს.

შენგელია არმიის სპორტულ კლუბში ესპანეთის ჩემპიონის ტიტულით მიემგზავრება, საინტერესოა საქართველოს ნაკრების თამაშზე, როგორ დახვდება მას გულშემატკივარი.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი