"თავისუფლება ირანისთვის" - სოლიდარობის აქცია თბილისში, პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

თბილისში ირანის მოქალაქეები  ქალების მხარდამჭერ აქციას მართავენ და იმ ძალადობრივ ფაქტებს აპროტესტებენ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში იქ  რამდენჯერმე დაფიქსირდა. აქციას საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციებიც უერთდებიან. 

შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.

პროტესტი ირანის 20-ზე მეტმა ქალაქმა მოიცვა, ბოლო ინფორმაციით საპროტესტო აქციაზე მინიმუმ 9 ადამიანი დაიღუპა.

ირანის ხელისუფლებამ მასობრივი საპროტესტო ტალღის ფონზე, ქვეყანაში სოციალური ქსელები შეზღუდა. 

[ფოტო - ელენე ხოშტარია]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი