ირანში Instagram-სა და WhatsApp-ზე წვდომა შეზღუდეს

გამოქვეყნდა:

ირანში საპროტესტო აქციების გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ  Instagram-სა და WhatsApp-ზე წვდომა შეზღუდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით Instagram და WhatsApp ბოლო სოციალური ქსელები იყო, რომლებიც ქვეყანაში ფუნქციონირებდა.

გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ კავშირი ირანის  მობილური ტელეფონის პროვაიდერმაც დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.

პროტესტი ირანის 20-ზე მეტმა ქალაქმა მოიცვა, ბოლო ინფორმაციით საპროტესტო აქციაზე მინიმუმ 9 ადამიანი დაიღუპა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი