"მთავარი არხის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე აღარ არის. ჩვენი ინფორმაციით, ის კახეთის რეგიონში გადაიყვანეს.
თეიმურაზ კალანდაძე შიდა ქართლის პირველი პოლიციელის თანამდებობაზე 5 თვის წინ დაინიშნა. ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ქუთაისში, რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აღმოჩნდა, მძევლებთან კომუნიკაციის დროს.
კალანდაძის სახელი და გვარი არაერთ გახმაურებულ სკანდალში ფიგურირებს, მას მოქალაქეები უმძიმეს ბრალდებებს უყენებდნენ სამცხე ჯავახეთში საქმიანობის დროს.
ვინ ჩაანაცვლებს შიდა ქართლში კალანდაძეს და ვის ჩააბარებენ რეგიონის პირველი პოლიციელის თანამდებობას, ჩვენ ამ კითხვით გომელაურის უწყებას მივმართეთ, პასუხს კი პრესსამსახურიდან ამ დრომდე ველით.