ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი დღეს დაკრძალეს.
სასულიერო პირი შვილთან ერთად, 23 სექტემბერს მომხარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა დეკანოზის კიდევ ერთი შვილი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.