“ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ” - ზურაბ კახაბრიშვილი

გამოქვეყნდა:

სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა პარლამენტში სპორტის კომიტეტის სხდომაზე ექიმების ანაზღაურების შესახებ ისაუბრა.

“ჩემი ექიმები ტაქსაობენ საღამოობით, პირდაპირ გეუბნებით. მაქსიმუმ ხუთ კაცს აქვს 1000 ლარი, დანარჩენი 100-500 ლარი. მაშინ ჩვენ მოდი ცალკე ვიქნებით და ფედერაციებმა გადაწყვიტონ, რა უღირთ ექიმები და მე იმ სტანდარტებს დავაჯენ. თუ არა, მოძებნონ სხვა სპეციალისტები.

აგერ სოციალური პრობლემა არის. რას ჭამენ, მშობლებს აქვთ კი თანხა? არ შეიძლება ასე, წყალზე არიან. ათასი დაავადებაა შემდეგ, რომელსაც ბავშვი მალავს, რომ შეკრებაზე წავიდეს. აქ, თქვენ ოლიმპიური ჩემპიონები ხართ და თქვენც გაგივლიათ ეს ყველაფერი” - განაცხადა კახაბრიშვილმა.

ოლიმპიურ გუნდში 60-ზე მეტი ექიმი ირიცხება.

წყარო: fanebi.com

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი