ბსუ-ში კაცი Z სიმბოლოიანი მაისურით გადაადგილდებოდა

გამოქვეყნდა:

"ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში კაცი, "Z“-სიმბოლოიანი მაისურით გადაადგილდებოდა.

გამოცემის ცნობით, მან რამდენიმე აუდიტორიაში შეიხედა, თუმცა უცნობია რას ან ვის ეძებდა კაცი. უცნობმა პირმა უნივერსიტეტი პასუხის გარეშე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ “Z” ასოს პუტინის ომის სიმბოლოდ იქცა და ის გამოსახულია რუსულ სამხედრო ტექნიკაზე. სიმბოლოს აქტიურად იყენებენ პროპაგანდისტები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი