"დარწმუნებული ვარ რომ ის, რაზეც მან ხელი მოაწერა, მისთვის სიკვდილის ტოლფასია" | დოიაშვილი რუხაძეზე

გამოქვეყნდა:

დავით დოიაშვილი ამბობს, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ თინათინ რუხაძეს ეს გადაწყვეტილება საკუთარი ნებით არ მიუღია:

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის, რაზეც მან ხელი მოაწერა, ზუსტად ვიცი, რომ მისთვის სიკვდილის ტოლფასია. მეტსაც ვიტყვი, თუ ეს არ მოხდა უფრო ჩქარა, მგონია, რომ ესეც თიკა რუხაძის დამსახურებაა. ალბათ ძაან დიდხანს წელავდა ამ პროცესს. არ მგონია, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა, ყოველ შემთხვევაში, მინდა რომ ამის მჯეროდეს. ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება, ის აღმოჩნდა შემსრულებელი" თქვა დოიაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.

დავით დოიაშვილი "ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან 16 აპრილს გაათავისუფლეს. მიზეზად კი "ვალდებულებების შეუსრულებლობას" დაასახელეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი