რუბიომ და ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს | კრემლის პოზიცია "უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრაა"

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხუთშაბათს ტელეფონით ისაუბრეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე განცხადებიდან, რომელსაც რუსული სააგენტოები ციტირებენ, ირკვევა, რომ სერგეი ლავროვმა რუბიოსთან საუბარში კიდევ ერთხელ გამოკვეთა მოსკოვის პოზიცია.

„ლავროვმა რუბიოს დაუდასტურა მოსკოვის მზადყოფნა, გააგრძელოს მუშაობა შეერთებულ შტატებთან უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების საიმედოდ აღმოსაფხვრელად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლავროვთან სატელეფონო საუბარი დაადასტურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც:

„სახელმწიფო მდივანმა თავის რუს კოლეგას გადასცა იგივე გზავნილი, რაც აშშ-ის გუნდმა პარიზში უკრაინის დელეგაციას და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს გადასცა: პრეზიდენტ ტრამპს და შეერთებულ შტატებს სურთ ამ ომის დასრულება და ყველა მხარეს სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობის მონახაზები გააცნო. ამ ჩარჩო დოკუმენტზე პარიზში მსჯელობა აჩვენებს, რომ მშვიდობა შესაძლებელია, თუ ყველა მხარე მზად არის შეთანხმების მისაღწევად“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მოკლე განცხადებაში.

მარკო რუბიო, პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან ერთად, ამჟამად პარიზში იმყოფება, სადაც ევროპელ ლიდერებთან ერთად უკრაინაში მშვიდობის აღდგენის გზებს განიხილავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი