
"2022 წლის მხოლოდ პირველ ნახევარში რუსეთიდან იმპორტი 51%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია", - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, საქართველომ 2022 წელს რუსულ ტრენაჟორებში ქვეყნის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი გადაიხადა.
"რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების საკითხია.
თუმცა 2022 წლის მხოლოდ პირველ ნახევარში რუსეთიდან იმპორტი 51%-ით გაიზარდა და ჯამური იმპორტის 12% შეადგინა, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია.
სავარჯიშო ტრენაჟორები არ არის უალტერნატივო პროდუქტი როგორიც, მაგალითად, ხორბალია, თუმცა სახელმწიფო წლებია, ტრენაჟორებს რუსეთიდან ყიდულობს.
საქართველო დღემდე არ შეერთებია რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს", - წერს ორგანზიაცია