კალათბურთელების სოლიდარობა თორნიკე შენგელიას

გამოქვეყნდა:

სოლიდარობა თორნიკე შენგელიას - საქართველოს ნაკრების მოქმედმა და ვეტერანმა მოთამაშეებმა თორნიკე შენგელიას სოლიდარობა გამოუცხადეს.

12 მათგანი თბილისში შეიკრიბა, ხოლო გიორგი შერმადინმა და გოგა ბითაძემ საკუთარი მოწოდება ესპანეთიდან და ამერიკიდან გაავრცელეს. ყველა მიმართვა კალათბურთის ფედერაციამ გაავრცელა და ჟურნალისტებს დამატებითი კითხვების დასმის საშუალება არ მისცა.

როგორც ვეტერანი, ასევე მოქმედი სპორტსმენები თვლიან, რომ თორნიკე შენგელიასადმი აგრესია უნდა შეწყდეს და მისი მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა, მხოლოდ სპორტულ ჭრილში უნდა განიხილებოდეს.

 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი