მასწავლებელი, რომელმაც მარნეულის სკოლაში, დასჯის მიზნით მოსწავლეები მუხლებზე დააყენა, ქართული ოცნებიდან მარნეულის საკრებულოს წევრი რაჰმან მუსაევია. როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, მუსაევი სკოლიდან უკვე გათავისუფლებულია.
გარდა ამისა, მასწავლებელი დირექტორის ძმისშვილიცაა
"სტუმარი მყავს სახლში და ახლა ფოტოების ნახვის დრო არ მაქვს. რაჰმან მუსაევმა განცხადება დაწერა და უკვე გავათავისუფლე, მერე რა რომ ჩემი ძმიშვილია, ახლა მამა შვილზე არ იღებს პასუხისმგებლობას.
რატომ ჩაიდინა ეს საქციელი - ამაზე პასუხი თუ გაინტერესებთ ხვალ მოდით სკოლაში და გიპასუხებთ. აქ პოლიცია არ მოსულა, არც მშობლები ჩივიან, ან რატომ უნდა მოვიდეს პოლიცია, დატოვა მასწავლებლის თანამდებობა და მორჩა", - თქვა სკოლის დირექტორმა.
ქართული ენის პედაგოგმა მეოთხე კლასელი ბავშვები მუხლებზე იმ მიზეზით დააყენა, რომ კარგად არ სწავლობდნენ. მასწავლებელმა დაჩოქილ ბავშვებს ფოტო გადაუღო და მშობლებს გაუგზავნა.