"ბავშვების მომავლისთვის აკეთებს" - მარნეულის სკოლის მასწავლებლის საქციელი მშობლებს მოსწონთ

გამოქვეყნდა:

მარნეულის სკოლის მასწავლებლის  საქციელი მშობლებს მოსწონთ. უფროსები რომელთა შვილებიც ქართული ენის პედაგოგმა მუხლებზე დააყენა, ამბობენ, რომ დასჯის ეს მეთოდი მათთვის მისაღებია.

მშობლებს რაჰმან მუსაევის სწავლის მეთოდიც აკმაყოფილებთ.   

მასწავლებელმა კი რომელმაც მეოთხე კლასელების  დასჯის ამსახველი ფოტოები  თავად გადაიღო და მშობლებს გაუგზავნა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის პარალელურად, მარნეული საკრებულოს წევრია "ქართული ოცნებიდან", თუმცა როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, საკრებულოს უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნითაც მიმართა.

ბავშვების ძალადობრივად დასჯის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. 
 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი