მოსწავლეების დამამცირებელი დასჯა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც მასწავლებელმა მე-4 კლასის მოსწავლეები დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენა. 

გამოძიება 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.

"მთავარმა არხმა" გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარნეულის სკოლაში ქართული ენის მასწავლებელმა, რაჰმან მუსაევმა მოსწავლეები, დასჯის მიზნით, მუხლებზე დააყენა. მუსაევი მარნეულის საკრებულოში ოცნების დეპუტატია. როგორც ცნობილია, ის სკოლიდან უკვე გაათავისუფლეს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი