მანქანის რეგისტრაცია და ნომრის აღება ძვირდება

გამოქვეყნდა:

მანქანის რეგისტრაცია და ნომრის აღება ძვირდება. კანონპროექტის თანახმად, მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების დაწესებული საფასურები შემდეგნაირად კორექტირდება:

  • სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად იქნება 100 ლარი;
  • ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი;
  • ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი.

საფასურის კორექტირება გაზრდის მომსახურების სააგენტოს შემოსავალს, რაც გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. 

ასევე მოსალოდნელი შემოსავალია დაახლოებით 40 მლნ ლარია, რაც მომსახურების სააგენტოს, ასევე შს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება. 

კანონპროექტის ავტორია ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - მთავრობა. კანონი მიღების შემთხვევაში 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი