"შემდეგ სასამართლოზე მეც არ ვაპირებ მოსვლას" | რეზო კიკნაძე

გამოქვეყნდა:

"შემდეგ სასამართლოზე მეც არ ვაპირებ მოსვლას, იმიტომ რომ ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა მოვიდე. ყველა მოწმე გამოდის და იძახის, რომ ვერ გვცნობს, ხელს ვერ გვადებს. არაფერი ხდება აქ ისეთი რისთვისაც საჭირო ვარ. ერთადერთი შეგიძლიათ ჩემი მანეკენი დადგათ და ჰკითხოთ, ცნობს თუ არა.
ზოგადად ვფიქრობ, რომ როდესაც მოწმე იტყვის, რომ ვერ ცნობს იქ უნდა დასრულდეს და გავიდეს ის მოწმე უკან, რაღა აზრი აქვს იქ შეკითხვებს."

თქვა პოლიტპატიმარმა რეზო კიკნაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
მომდევნო სხდომას, სავარაუდოდ, არ დაესწრება არც ონისე ცხადაძე. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი