შაქარაშვილის ოჯახი ბრალდებულებისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ბრალდებულებისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს - "ტოიოტა ქამრის" მგზავრების მიმართ კვალიფიკაციის დამძიმებას არ ელოდებიან მათი ადვოკატები. უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მათ დანაშაულს დაამტკიცებს. 

სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, დაცვის მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძმდება. აღნიშნულს არცერთი მტკიცებულება ზურგს არ უმაგრებს, - ამბობს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე. 

შეგახსენებთ, რომ ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ, 19 წლის ფეხბურთელის ოჯახის პოზიცია კატეგორიული გახდა. მათ ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ 19 ივნისის ღამეს გიორგის ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი მდინარეში ჩააგდეს. ექსპერტიზა ამტკიცებს, რომ შაქრაშვილი წყალში ჩაგდების დროს ცოცხალი იყო. 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი