"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილების გამოცხადებას მელია არ დასწრებია. წყლის შესხმის შემდეგ, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ის პროცესიდან გააძევა.
მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მან გადახდაზე უარი განაცხადა, რის გამოც, პროკურატურამ აღკვეთის შეცვლა და დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ნიკა მელია დღევანდელ პროცესზე დასწრებას არ აპირებდა, თუმცა იმის გამო, რომ გასულ ღამეს პოლიციამ ის ადმინისტრაციული წესით დააკავა, საქალაქო სასამართლოში დღეს ის მაინც მიიყვანეს.
ნიკა მელიას საქმეზე არსებითი განხილვა 12 ივნისს დაიწყება. პროცესი 12:00 საათზე ჩაინიშნა.