"სილის გაწვნის შემდეგ, ხელი უნდა წაეღო მტკივნეულ ადგილას; თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ტკივილი არ აღქმულა" | ფიზიოლოგიური ტკივილის სპეციალისტი

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესზე დაცვის მხარის მოწმე, ფიზიოლოგიური ტკივილის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თათია ანდღულაძე გამოიკითხა, რომელმაც აღნიშნა, რომ შესწავლილი კადრების მიხედვით, დგებუაძის მიმართ დარტყმის შედეგად მიყენებული ტკივილი არ აღიქმება და ტკივილის ნიშნები არ იკვეთება.

"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ყოფილიყო იმ წუთას გამომხატველი - ეს არის ტკივილის გამომხატველი გრიმასა ანუ პაციენტს ხელი უნდა წაეღო მტკივნეულ ადგილას; მზიას ამ სილის გაწვნის შემდეგ, მას მხოლოდ და მხოლოდ აღენიშნება - თავდაცვა. ერთმნიშვნელოვნად, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში, ტკივილი არ აღქმულა.

ძალიან ხშირია სიმულაციური ტკივილები, რომელიც ძალიან რთული სამართავია...ცოტა მეუხერხულება ექიმს პოზიციიდან, მაგრამ ვიღაცა შეგნებულად აკეთებს და ვიღაცა შეგნებულად. ვიღაცას ემოციური ფონი აქვს...

ამ ტიპის კანში, როგორიც დგებუაძეს აქვს, კაპილარების ქსელი ძალიან სწრაფად გააქტიურდება და გაწითლდება, მაგრამ ის აუცილებლად დატოვებს კვალს.   

ამ ვიდეოებს, მე რასაც ვუყურე და შევისწავლე, პაციენტს (ირაკლი დგებუაძე რედ) არ აღენიშნება ფიზიოლოგიური რეფლექსები... მე ამაში დიდი გამოცდილება მაქვს, ყოველდღიურად ვმართავ ტკივილებს, მწვავეს, ქრონიკულს, ტრავმული ხასიათის სიმპტომატიკის დიფერენცირებაც მიწევს, იმიტომ რომ ხშირია დაცემები, ყბების მოტეხილობა და ა.შ და აქ არ იკვეთება არც ერთი მათგანი გარდა თავდაცვისა. 

ერთმნიშვნელოვნად, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ტკივილი არ აღქმულა", - თქვა თათია ანდღულაძემ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი